ჭიათურის სოფლებში თოვლი მოვიდა

ჭიათურის მაღალმთიან სოფლებში წუხელ თოვლი მოვიდა. უამინდობის გამო ჭიათურის თოჯინების თეატრის სპექტაკლი ჩაიშალა, რომელიც სოფელ ხრეითის საჯარო სკოლაში უნდა გამართულიყო. როგორც „კვირას“ ადგილობრივმა განუცხადა, წუხელ თოვლი მოვიდა უსახელოში, ხრეითში, ბერეთისაში, ტყემლოვანაში, გეზრულში, მერევში, ნაგუთის უბანში. ამის მიუხედავად, მოსახლეობას გადადგილების მხრივ მნიშვნელოვანი პრობლემები არ შექმნია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები