როდის გაუმჯობესდება ამინდი საქართველოში

საქართველოში ხვალიდან ამინდი შედარებით გაუმჯობესდება. როგორც „კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის ხელმძღვანელმა დოდო გვაზავამ განუცხადა, დედაქალაქში დღის ბოლოს ქარი ჩადგება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია -6, -4 გრადუსი ყინვა.
ხვალიდან დათბება და ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს დასავლეთ საქართველოს დაბლობში: 21 გრადუსიდან 26 გრადუსამდე. აღმოსავლეთ საქართველოში კი ტემპერატურა 16-დან 21 გრადუსამდე მიაღწევს. 25-26 აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილში ჰაერის ტემპერატურა +21-დან +26 გრადუსამდე მოიმატებს. დღეს კი ჰაერის ტემპერატურა +10°C, +15°C იქნება. ზოგიერთ მაღალმთიან რაიონში მოთოვს. დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე მოსალოდნელია წყლის დონის მატება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები