„სენტა ჯგუფი“ თბილისის ცენტრში ოთხვარსკვლავიან სასტუმროს გახსნის

თბილისის ცენტრში ოპერის გვერდით დღეს, “სენტა ჯგუფის” მიერ აშენებული ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო “Art Boutique Hotel” გაიხსნება.
“სენტა ჯგუფის” ერთ-ერთი დამფუძნებელი დავით მიმინოშვილი აცხადებს, რომ სასტუმროების ბიზნესი არ არის მათი კომპანიის ძირითადი მიმართულება, თუმცა ამ მხრივაც გეგმავენ საქმიანობის გაფართოებას.
გასულ წელს მას შემდეგ რაც გადავწყვიტეთ სასტუმროს გაკეთება, სპეციალისტების დახმარებით შევიმუშავეთ შესაბამისი პროექტი, ხოლო მერიის მხარდაჭერით მოვიპოვეთ დაფინანსება, რამაც საშუალება მოგვცა პროექტი სისრულეში მოგვეყვანა და დღეს გახსნის ცერემონიისთვის გვემასპინძლა.
მინდა ავღნიშნო რომ ჩვენი აზრით შენობის ვიზუალური იერსახე კარგად შეერწყა უძველესი უბნის არქიტექტურას.
მისივე თქმით, ამ მიმართულებით ეს სასტუმრო პირველი ნამუშევარია, თუმცა გაჩერებას არ აპირებენ.
R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები