თბილისში, უამინდობის გამო მთელი ღამის განმავლობაში 112-ს მოქალაქეები მიმართავდნენ

დედაქალაქის უბნებში უამინდობამ დედაქალაქს პრობლემები შეუქმნა. ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა, მოგლიჯა ხეები. როგორც „კვირას“ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრში განუცხადეს, თბილისის ზოგიერთ უბანში დაფიქსირდა ასევე ავტომობილების მსუბუქად დაზიანების შემთხვევებიც. გარდა ამისა, ძლიერმა ქარმა დააზიანა ელექტროგადამცემი ბოძები და ჩაწყვიტა ელექტროგადამცემი ხაზები. უამინდობის გამო მთელი ღამის განმავლობაში 80-90 გამოძახება დაფიქსირდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები