თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

თბილისის ზოგიერთ ქუჩას დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. კომპანია ”თელასის” ცნობით, გეგმური სამუშაოების გამო, 12:00-დან 16:00 საათამდე ელექტრომომარაგება შეუწყდება ვარკეთილის ზემო პლატოს II მიკრორაიონს, ხოლო 10:00-დან 17:00 საათამდე – წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, კახეთის შესახვევის, იორის, ნავთლუღის, სპანდარიანის, კასპის, შირაქის, დოესის, შორაპნის, აწყურის, ლეხ კაჩინსკის, კოშკოვანის, ცუცხვათის, ზინდისის, გარეკახეთის, წინანდლის და ვაჟა ივერიელის ქუჩებს.
10:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ელეფთერ ანდრონიკაშვილის, გიორგი წერეთლის, სარაჯიშვილის, ხევძმარის, შეშელიძის, თემქის, ულიანოვის და კრუპსკაიას, ილია ჭავჭავაძის გამზირის, მოსაშვილის ქუჩის, ტერენტი გრანელისა და წინამძღვრიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
დღესვე, 10:00-დან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გლდანის მასივის I მიკრორაიონის, ფორე მოსულიშვილის, ხიზანიშვილის, მარატ ნოზაძის და გობრონიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
გარდა ამისა, გეგმური სამუშაოების გამო, 10:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას III და V კვარტლების, ნუცუბიძის პლატოს I მიკრორაიონის, ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის I კვარტლის, ზემო ვეძისის, გაგარინის, ზოვრეთის, ოდესის, მგალობლიშვილის, ვაზისუბნის, მინდელის, სანდრო ეულის, უნივერსიტეტის, პოლიტკოვსკაიას, თავხელიძის, ქავთარაძის, ნუცუბიძის, შავგულიძის და მარგიანის ქუჩების მცხოვრებლებს.
14:00-დან 18:00 საათამდე შუალედში 1 საათით ელექტრომომარაგება შეუწყდება დიღმის მასივის III კვარტლის მცხოვრებლებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები