გიორგი ალიბეგაშვილმა დედაენის დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაში გამარჯვებულები დააჯილდოვა

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა და ფრაქციის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა რიმა ბერაძემ დედაენის დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაში გამარჯვებულები დააჯილდოვეს.
დაჯილდოვების ცერემონიალზე, რომელიც ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში გაიმართა, საკრებულოსა და მუზეუმის წარმომადგენლებმა კონფერენციის მონაწილეებს და გამარჯვებულებს საჩუქრებთან ერთად I , II და III ხარისხის დიპლომები და სიგელები გადასცეს.
მადლობის სიგელები აგრეთვე სკოლების პედაგოგებს, დირექტორებსა და მუზეუმის თანამშრომლებს გადაეცათ.
შემოქმედებითი კონფერენციის საკონკურსო ნაწილში მონაწილეობა, რომელიც რიმა ბერაძის ინიციატივით 14 აპრილს დედაენის დღის აღსანიშნავად გაიმართა, ჩუღურეთის რაიონში მდებარე საჯარო სკოლების აღსაზრდელებმა და პედაგოგებმა მიიღეს და საკუთარი მოხსენებები თემაზე -„ენა, მამული, სარწმუნოება“ წარმოადგინეს.
საკრებულოს წევრის განცხადებით, კონფერენციის მიზანს ილია ჭავჭავაძის შემოქმედებასთან ახალგაზრდა თაობის კიდევ უფრო დაახლოება წარმოადგენდა.
გამარჯვებულები კი სპეციალურად ამ დღისთვის მოწვეულმა ჟიურიმ გამოავლინა.
სამეცნიერო კონფერენცია ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმის მხარდაჭერით ჩატარდა, რომელსაც მუზეუმისა და ჩუღურეთის რაიონში მდებარე საჯარო სკოლების წარმომადგენლები, ამავე სკოლების აღსაზრდელები, ასევე მეცნიერები და ჩუღურეთელები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები