ძლიერი ქარის შედეგად 4 ათასამდე აბონენტს ქობულეთში ელექტროენერგია არ მიეწოდება (ფოტოკოლაჟი)

აჭარის რეგიონს უამინდობამ პრობლემები შეუქმნა. ძლიერი ქარის შედეგად ქობულეთში დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, რის შედეგადაც ელექტროენერგია 4 ათასამდე აბონენტს არ მიეწოდება. გამთენიისას ქარიშხალმა რამდენიმე ხე მოგლიჯა, რის გამოც ჩაიხერგა გზები ბუკნარში, გვარასა და აღმაშენებლის გამზირზე.
ძლიერი ქარი იყო ბათუმშიც. ქალაქის ტერიტორიაზე დაზიანებული და წაქცეულია რამდენიმე ხე. გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური მოტეხილი ტოტებისა და წაქცეული ხეების დაჭრისა და გატანის სამუშაოებს ახორციელებს. დანაგვიანებული ქუჩების დასუფთავება ქარის ჩადგომისთანავე დაიწყეს შპს ,,სანდასუფთავების“ მობილურმა ჯგუფებმა. დასუფთავდა ქალაქის ცენტრალური ნაწილისა და გარეუბნების ყველა ქუჩა. გაწმენდითი სამუშაოები ჩატარდა ზღვის სანაპიროზეც.
13045685_1071119596265252_1117509042_n 13035592_1071119582931920_253745623_o 13077315_1071119586265253_453388927_n 13059325_1071119576265254_1069871590_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები