თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლად დარეჯან თვალთვაძე აირჩიეს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობას დარეჯან თვალთვაძე შეასრულებს. მას მხარი 526-მა ამომრჩეველმა დაუჭირა.
არჩევნების პროცესში მონაწილეობა 1 311 ამომრჩეველმა მიიღო.
არჩევნებში ოთხი კანდიდატი მონაწილეობდა: ცირა ბარამიძე (თსუ-ს პროფესორი), ლევან გორდეზიანი (თსუ -ს პროფესორი), დარეჯან თვალთვაძე (თსუ-ს პროფესორი, რექტორის მოადგილე) და გიორგი ანდრიაძე (თეოლოგიის დოქტორი, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები