პუშკინის ქუჩაზე დღეს და ხვალ საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტება

მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროულად დასრულების მიზნით, პუშკინის ქუჩაზე, დღეს და ხვალ 00:00 საათიდან 08:00 საათამდე, საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტება, როგორც “კვირას“ თბილისის მერიიდან აცნობეს, ამ დროისათვის გზის გაფართოების სამუშაოები მიმდინარეობს.
მერიის ინფორმაციით, პროექტი პუშკინის ქუჩაზე ესტაკადის მშენებლობას, საავტომობილო და საფეხმავლო გზის გაფართოებას და ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენას ითვალისწინებს.
„აღსანიშნავია, რომ ესტაკადა, კონცეფციის თანახმად, ძველი ქალაქის სტილში ჩაჯდება, გამომდინარე აქედან, ხიდის მშენებლობით ძველი თბილისის იერსახე არ დაიკარგება”, – ნათქვამია განცხადებაში.
მერიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოებს პუშკინის ქუჩაზე თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით, კომპანია CRP აწარმოებს და მიმდინარე წლის ივლისში დასრულდება. პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 3,950,000 ლარი დაიხარჯება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები