შალვა საბაური : თვითმმართველობა ერთი ხელის მოსმით არ უნდა მოისპოს

ავტონომია გულისხმობს, რომ თავად სტუდენტებმა უნდა გადაწყვიტონ რა მოდელის თვითმმართველობა ჰქონდეთ – ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერისა და “აუდიტორია 115”-ის შეხვედრის შეფასებისას თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა შალვა საბაურმა განუცხადა. მისი თქმით რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა ჩაერთოს ამ პროცესში.
საბაურის შეფასებით, პრემიერი თსუ-ში მისვლა დადებითი ფაქტია.
“პრემიერის მოსვლა დადებითი ფაქტია. რაც შეეხება მოთხოვნებს, რომ საკანონმდებლო დონეზე მოხდეს არსებული თვითმმართველობის სისტემის გაუქმება ან შეცვლა, აქ საქმე გვაქვს ავტონომიის შინაარსის ვერ გაგებასთან. ავტონომია გულისხმობს, რომ თავად სტუდენტებმა უნდა გადაწყვიტონ რა მოდელის თვითმმართველობა ჰქონდეთ. რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა ჩაერთოს ამ პროცესში. თსუ-ში არ უნდა წყდებოდეს, პირობითად, ტექნიკურ უნივერსიტეტში როგორი თვითმმართველობა იქნება. ეს არის ცალკეული უნივერსიტეტების გადასაწყვეტი, თვითონ რა მოდელი ექნებათ”, – განაცხადა საბაურმა.
რაც შეეხება შეხვედრას, რომელიც მომავალ კვირაში პრემიერსა და სტუდენტებს შორის უნდა გაიმართოს, როგორც საბაურმა აღნიშნა, ვინც დაინტერესებული იქნება, ისინი მზად არიან გააცნონ არსებული სტრუქტურა.
“ გვაქვს სურვილი, ვინც დაინტერესდება გავაცნოთ არსებული სტრუქტურა რას გულისხმობს. ხარვეზები არის, მაგრამ არა ისე, რომ ერთი ხელის მოსმით უნდა მოისპოს”, – აღნიშნა შალვა საბაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები