ბათუმის ბულვართან დაკავშირებით, აჭარის მთავრობა განცხადებას ავრცელებს

“დაიცავი ბულვარი”-ის წევრების მიერ დღეს გამართულ აქციასთან დაკავშირებით აჭარის მთავრობა განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ბულვარის „განვითარების კონცეფციაზე“ მუშაობა შეჩერებულია.
„დაიცავი ბულვარის“ და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ არა ერთი კონსულტაცია გამართა და საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით მიიღო, როგორც სამი ხეივნის აღდგენის, ისე ბულვარის „განვითარების კონცეფციაზე“ მუშაობის შეჩერების გადაწყვეტილება.
მთავრობის თავმჯდომარემ მედიასთან კომენტარში საზოგადოების მოთხოვნის შემთხვევაში სამომავლოდ კონსერვაციის გეგმის შესაძლებლობაზეც ისაუბრა, თუმცა, მიმდინარე წლის ბიუჯეტით ეს ვერ იქნება გათვალისწინებული. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია აქციის ფორმა მოწოდებით „ბულვარი კვლავ საფრთხეშია“, მაშინ, როცა მთავარი მოთხოვნები უკვე გათვალისწინებულია.”- ნათქვამია განცადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები