“დაიცავი ძველი ბულვარი”-ის წევრებმა ბათუმში აქცია გამართეს

“დაიცავი ძველი ბულვარი”-ის წევრებმა ბათუმში აქცია გამართეს. ისინი, აჭარის მთავრობას, ბათუმის ბულვარის კონცეფციაზე მომუშავე კომპანიასთან შპს “დრიმლინგ ოაზისთან” კონტრაქტის შეწყვეტას სთხოვენ.
აქციის მონაწილეები თვლიან, რომ ამ კონცეფციით ძველ ბათუმს რეკრეაციული ფუნქცია ეკარგება და კომერციულად უფრო დატვირთული ხდება. ბათუმელები ითხოვენ, ბულვარის კონსერვაციის გეგმაზე დაიწყოს მუშაობა.
“ბულვარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და მას კონსერვაცია სჭირდება. უნდა მოხდეს ძეგლის ინტერესების დაცვა, ამას კანონი მოითხოვს. ხვალ არის კულტ მემკვიდრეობის დაცვის დღე და მოვუწოდებთ აჭარის ხელისუფლებას, სწორედ ამ დღეს დაიცვას ბულვარი და შეწყვიტოს ხელშეკრულება კონცეფციაზე მომუშავე კომპანიასთან, ამას საზოგადოება ითხოვს”, – განუცხადა ჟურნალისტებს საინიციატივო ჯგუფის წევრმა ნათია აფხაზავამ.
ბათუმის კონცეფციაზე მუშაობა ოქტომბერში კომპანია “დრიმლინ ოაზისმა” დაიწყო. კონცეფციის საჯარო ვიდეოჩვენებას კი, დეკემბერში საყოველთაო პროტესტი მოყვა. მოქალაქეებმა კონცეფციის შეყვეტის მოთხოვნით ათიათას ხელწერაზე მეტი შეაგროვეს და აჭარის მთავრობას გადასცეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები