პრემიერი თსუ-ში ”აუდიტორია 115”-ის წევრებს ხვდება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსის 115-ე აუდიტორიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სტუდენტებს ხვდება. კვირიკაშვილსა და სტუდენტებს შორის შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, დღევანდელ შეხვედრაზე მოისმენს იმ პრობლემებს და მოთხოვნებს, რასაც სტუდენტები აყენებენ და კომენტარს შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთებს.
სტუდენტებთან შეხვედრამდე პრემიერი მე-6 კორპუსთან იმყოფებოდა, რომელიც სტუდენტებს აქვთ დაკავებული, შემდეგ კი პირველ კორპუსში გადავიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები