დღეს წმინდა მარიამ ეგვიპტელის ხსენების დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა მარიამ ეგვიპტელის ხსენების დღეს აღნიშნავს. დიდმარხვის მეხუთე კვირას, დღეს, მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ღირსი დედის, მარიამ ეგვიპტელის ხსენებას აღნიშნავს.
წმიდა მარიამ ეგვიპტელი V საუკუნეში მოღვაწეობდა. მის შესახებ ცნობები წმინდა მამა ზოსიმე პალესტინელმა შემოინახა. იგი წმ. მარიამ ეგვიპტელს იორდანის უდაბნოში შეხვდა, სადაც მისი თავგადასავალი შეიტყო.
მარიამი ახალგაზრდობაში უღირსი ცხოვრებით ცხოვრობდა. შემდეგ ღვთის განგებით მოექცა და ცოდვების მოსანანიებლად მთელი თავისი დარჩენილი ცხოვრება უდაბნოში გაატარა, სადაც აღესრულა კიდეც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები