თემურ მურღულია: მტკვრის დონის მატებასთან დაკავშირებით პანიკის საფუძველი არ არსებობს

გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილის თემურ მურღულიას განცხადებით, მტკვრის დონე საგანგაშო მდგომარეობასთან მიახლოებულიც კი არ არის და საქართველოში არანაირი პანიკის საფუძველი არ არსებობს.
თემურ მურღულია კატეგორიულად უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, მდინარე მტკვრის ადიდებასთან დაკავშირებით. როგორც „კვირას“ თემურ მურღულიამ განუცხადა, გავრცელებული ინფორმაცია, რომ თურქეთში „კაიაბეი ჰესს“ რაიმე სახის პრობლემა აქვს, იქ სადაც მდინარე მტკვარი სათავეს იღებს და წყალი უკონტროლოდ მიედინება, სიმართლეს არ შეესაბამება.
„მთავარია, რომ არ შევქმნათ არასწორი წარმოდგენა საზოგადოებაში. განცდა იმისა, რომ თურქეთში “კაიაბეი ჰესს” ამ წუთას აქვს რაიმე ტიპის პრობლემა და იქ არაკონტროლებადი წყლის დაღვრა ხდება, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, რომელიც მიღებულია თურქეთის ოფიციალური წყაროებიდან არ შეესაბამება სიმართლეს. არანაირი პანიკის საფუძველი არ არსებობს. მტკვრის ყველა მონაკვეთი კონტროლდება და ამ დროისთვის მტკვრის დონე საგანგაშო მდგომარეობასთან მიახლოებულიც კი არ არის. რაც არ უნდა იყოს, ვარწმუნებ ყველას, რომ 2-3 საათით ადრე გვეცოდინება ყველა რისკი და გარემოს დაცვის სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საგანგაშო მდგომარეობა არ შეიქმნას. მინდა, ვთხოვო ყველას, ვინც ცდილობს ამ ამბისგან სკანდალის აგორებას, ყველაფრისგან შეიძლება შეიქმნას სკანდალი, მაგრამ არა ასეთი თემისგან, ყველა გაუფრთხილეს ჩვენი მოქალაქეების ნერვებს, მითუმეტეს, რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ საგანგაშო მდგომარეობასთან მიახლოებულიც კი არ ვართ”, – აცხადებს მურღულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები