საბავშვო ბაღებში ალუმინის ჭურჭელი აიკრძალა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს სკოლებისა და ბაღების კვების ბლოკების კონტროლს მთელი ქვეყნის მასშტაბით.
როგორც „კვირას“ სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში შემოწმდა 313 საბავშვო ბაღის კვების ბლოკი და 54 სკოლის ბუფეტი. გეგმური და არაგეგმური ინსპექტირებების შედეგად კრიტიკული შეუსაბამობები არ გამოვლენილა.
სკოლამდელი და სასკოლო დაწესებულებების კვების ბლოკების შემოწმებების რაოდენობის ზრდის პარალელურად, მცირდება დარღვევებიც.
2015 წელს და 2016 წლის პირველ კვარტალში შემოწმებებისას სააგენტოს სპეციალისტების მიერ სხვადასხვა სახის რეკომენდაცია გაიცა, თუმცა საწარმოო პროცესი არცერთ არ შეუჩერდა, მაშინ როცა 2014 წელს კრიტიკული შეუსაბამობების გამო 4 სკოლის ბუფეტი დაიხურა და მათ საქმიანობის გაგრძელება მხოლოდ სააგენტოს მიერ გაცემული მითითებების შესრულების შემდეგ შეძლეს. აგრეთვე, ინფრასტრუქტურისა და ჰიგიენური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, სარეაბილიტაციო სამუშაოები მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. სააგენტოს რეკომენდაციების საფუძველზე, საბავშვო ბაღებში აღარ გამოიყენება ალუმინის ჭურჭელი, გაუმჯობესდა წყალმომარაგება და გაიზარდა მომსახურე პერსონალის ცნობიერება ჰიგიენის საკითხებთან დაკავშირებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები