როდემდე გაგრძელდება ძლიერი ქარი – ამინდის პროგნოზი

საღამოს საათებში ძლიერი ქარი შესუსტდება, მაგრამ მთლიან ჩადგომას არ ვვარაუდობთ,- ამის შესახებ “კვირას” გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის ხელმძღვანელმა დოდო გვაზავამ განუცხადა.
როგორც სინოპტიკოსმა აღნიშნა, ქარი ხვალ დილიდანაც იქროლებს, მაგრამ მთლიანად ქარის შესუსტება 18 აპრილის ღამესაა ნავარაუდები.
“საღამოსკენ ქარი შესუსტდება, თუმცა მთლიან ჩადგომას არ ვვარაუდობთ. ქარი ხვალ დილიდანაც იქროლებს, მაგრამ უფრო მეტად შესუსტება მოსალოდნელია 18 აპრილის ღამეს. ქარი 18-19 აპრილსაც იქროლებს, მაგრამ ისეთი სიძლიერის არ იქნება, როგორც დღეს. 20 აპრილამდე უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 17 აპრილიდან ჰაერის ტემპერატურა დაიწყებს მომატებას და 18-20 აპრილს ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა, დასავლეთში მოსალოდნელია 22-დან 25 გრადუსამდე. გამოიდარებს აღმოსავლეთშიც, 18-19-ში ქარი მაინც იქროლებს, მაგრამ ისეთი სიძლიერით არა, აქაც ველოდებით ჰაერის ტემპერატურის მომატებას 22 – 24 გრადუსამდე”,- განაცხადა დოდო გვაზავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები