”აუდიტორია 115”-ის სტუდენტები აქციას მართავენ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-6 კორპუსთან ”აუდიტორია 115”-ის სტუდენტები აქციას მართავენ. ისინი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს მოუწოდებენ, რომ მათთან შესახვედრად მივიდეს. ამ დროისთვის შენობის შიგნით ”აუდიტორია 115”-ის თხუთმეტი წევრი იმყოფება, მათ კარი აქვთ აჭედილი და შენობაში შესვლის უფლებას არავის აძლევენ.
რაც შეეხება სტუდენტთა მეორე ნაწილს, ისინი აქციას შენობის გარეთ მართავენ. სტუდენტებმა უნივერსიტეტის კარზე ძირითადი მოთხოვნეები გააკრეს.
1.უნივერსიტეტში სტუდენტთა წარმომადგენლობებს უნდა ახორციელებდნენ საფაკულტეტო საბჭოებსა და სენატში არჩეული წევრები. ყველა სხვა სტუდენტური სტრუქტურა უნდა გაუქმდეს. 2.დაუყოვნებლივ უნდა შეიცვალოს რექტორისა და აკადემიური საბჭოს არჩევის წესი, აკადემიური საბჭოს შემადგენლობა. 3.ვითხოვთ პრემიერ-მინისტრის მოსვლას პირველი კორპუსის 115-ე აუდიტორიაში.
მთავრობის თავმჯდომარემ პასუხი უნდა გასცეს კითხვებს: არის თუ არა მზად მმართველი ძალა წინა ორ პუნქტში აღნიშნული ცვლილებების დაუყოვნებლივ გასატარებლად; გატარდება თუ არა განათლებისა და მეცნიერების რეფორმა 2013 წელს შემუშავებული კონცეფციის მიხედვით; მზად არის თუ არა მთავრობა გარე რეფორმების მექანიზმის დასანერგად და რა იგეგმება უნივერსიტეტში სწავლების ხარისხის ასამაღლებლად; გაიზრდება თუ არა უნივერსიტეტის დაფინანსება. 4. ”ოდეერების” საქმის გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები