“ქართველ სომეხთა კავშირი” ორდღიან კულტურულ გაცვლით პროგრამას ახორციელებს

16-17 აპრილს, “ქართველ სომეხთა კავშირი” ეთნიკურ უმცირესობათა სამოქალაქო ინტეგრაციის ფარგლებში ორდღიან კულტურულ გაცვლით პროგრამას ახორციელებს.
პროგრამა, “ჩვენი თბილისის” ფარგლებშიც სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან მოხდება ეთნიკურად სომეხი ეროვნების ახალგაზრდების თბილისში ექსკურსიაზე ჩამოყვანა და მათი ადგილობრივ ოჯახებში განთავსება.
თბილისში ყოფნის პერიოდში ახალგაზრდები მოინახულებენ: თბილისის სომხურ სახელმწიფო დრამატულ თეატრს, გაეცნობიან მის ისტორიას. ასევე, შეხვდებიან ამავე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს არმენაკ ბაიანდურიანს და დასის წევრებს. შეხვედრის დასრულების შემდეგ გაიმართება ფოტოსესია.
თბილისის, ეჩმიაძინი-ს და სურბ გევორქი-ს სახელობის სომხურ ეკლესიებს, ასევე წმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარს, ნარიყალას და წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიას;
ქართველი და სომეხი ეროვნების მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონებს (მთაწმინდა, დიდუბე და ხოჯევანქი);
საქართველოს პარლამენტს და იუსტიციის სახლს, თბილისის მუზეუმებს, ბოტანიკურ ბაღს და სხვა ღირსშესანიშნავ ადგილებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები