დავით ნარმანია: ბაღების მართვის სააგენტოდან თანამშრომლების გათავისუფლება ფინანსურ მენეჯმენტთან დაკავშირებული ხარვეზებია

ბაღების მართვის სააგენტოს თანამშრომლების გათავისუფლების საფუძველი ფინანსურ მენეჯმენტთან დაკავშირებული ხარვეზები გახდა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა.
რაც შეეხება დირექტორების გათავისუფლების საკითხს, ნარმანიას განცხადებით, ისინი კონკრეტული დარღვევების საფუძველზე გათავისუფლდნენ და ეს დაკავშირებულია მათ არამართლმზომიერ საქმიანობასთან.
„დირექტორები კონკრეტული დარღვევის საფუძველზე გათავისუფლდნენ და ეს დაკავშირებულია მათ არამართლმზომიერ საქმიანობასთან საბავშვო ბაგა-ბაღებში. ხოლო რაც შეეხება სააგენტოს თანამშრომლებს, მათი გათავისუფლების საფუძველი გახდა ფინანსურ მენეჯმენტთან დაკავშირებული ხარვეზები, რომელიც აუდიტის შემოწმების შედეგად იქნა აღმოჩენილი“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები