როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოესი დღეების განმავლობაში

გარემოს ეროვნული სააგენტო 15-18 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.
როგორც “კვირას” სააგენტოდან აცნობეს, 15 აპრილს საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა კი +21- 26° გრადუსი იქნება.
“16 აპრილს საქართველოში ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო მოსალოდნელია ელჭექი და წვიმა. ჰაერის ტემპერატურა +13-18° – მდე დაიკლებს. იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი. დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე მოსალოდნელია წყლის დონის მატება. უამინდობა შენარჩუნდება 17 აპრილის ღამის საათებშიც, მაღალმთიან რაიონებში ზოგან შესაძლებელია თოვლი და ქარბუქი. 17 პრილს დღისით ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილშიგამოიდარებს, 18 აპრილს უმეტესად მოსალოდნელია უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +20 – 25 გრადუსამდე მოიმატებს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები