საბერძნეთის საჯარო სკოლებში ქართული ენის სწავლების საპილოტე პროგრამა ამოქმედდება

საბერძნეთის რესპუბლიკის განათლების, კვლევისა და რელიგიურ საქმეთა სამინისტრომ გადაწყვეტილება მიიღო, საბერძნეთის საჯარო სკოლებში ქართული ენის სწავლების საპილოტე პროგრამის ამოქმედებასთან დაკავშირებით. როგორც „კვირას“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, აღნიშნულის შესახებ საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ უკვე მიიღო წერილობითი ცნობა საბერძნეთის განათლების, კვლევისა და რელიგიურ საქმეთა მინისტრის მოადგილისგან, თეოდოსიოს პელეგრინისგან. ბერძნული მხარის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, საწყისს ეტაპზე ქართული ენის სწავლების საპილოტე პროგრამა ამოქმედდება ათენის ერთ-ერთ სკოლაში, სადაც კონცენტრირებულია ქართველი მოსწავლეების მნიშვნელოვანი რაოდენობა. ამასთან, ქართული მხარე უზრუნველყოფს პროექტის განხორციელებისთვის ფინანსურ და ლოჯისტიკურ მხარდაჭერას, ხოლო სწავლების პროგრამა დაიგეგმება და წარიმართება საბერძნეთის კანონმდებლობისა და საბერძნეთის განათლების სისტემის რეგულაციების შესაბამისად. აღსანიშნავია, რომ საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო ამ საკითხთან დაკავშირებით წლების განმავლობაში ბერძნულ მხარესთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები