შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინოვაციური ტექნოლოგიების ცენტრის ახალი პროექტი – X-Ray Radar

X-Ray Radar შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის „ინოვაციური ტექნოლოგიების ცენტრის“ ერთ-ერთი პროექტთაგანია, რომელსაც ანალოგი არ გააჩნია. როგორც უნივერსიტეტში განმარტავენ, რადარის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ მას არ სჭირდება დიდი დრო რადიაციული დაბინძურების მოსაძებნად. მოწყობილობა დაბინძურების წყაროს როგორც კი მიუახლოვდები, მაშინვე იძლევა სიგნალს, ასევე, იძლევა ზუსტ კორდინატებს: სიმაღლეს, სრულ აზიმუტს 360 გრადუსით და აღმოჩენილი ნივთიერების რადიაციის ზომას.
“პროექტის იდეა თემის სიმწვავიდან გამომდინარე გაჩნდა, უამრავ ადამიანს ექმნება ჯანმრთელობის პრობლემა მაღალი რადიაციული დასხივების გამო. ფიქრობთ, რომ გარემოსდამცველი და მსგავსი ორგანიზაციები ინტერესს გამოიწვევს რადარი. მომავალში იგეგმება მისი როგორც ფუნქციონალური გაუმჯობესება, მიმდინარეობს ასევე დიზაინზე მუშაობაც“, – ამბობს ერთ-ერთი ავტორი დავით გოგიტიძე.
აღსანიშნავია, რომ პროდუქტი გაუმჯობესებული ვარიანტია, ვინაიდან ადამიანები მასთან შეხებისას დასხივებას არ იღებენ. უნივერსიტეტში აცხადებენ, რომ მანამდე არსებული საზომი საშუალებები ოპერატორის უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფდა. არაერთი შემთხვევა არსებობს, როდესაც დაბინძურების აღმოჩენის პროცესის გახანგრძლივების გამო, მომხმარებელის სიცოცოცხლე ფატალურად დასრულებულა რადიაციის სასიკვდილო დოზის გამო. მათივე თქმით, აღნიშნულ მოწყობიბლობას არ ესაჭიროება ხანგრძლივი დრო ძებნისტვის, ის მომენტალურად გვაჩვენებს რა მიმართულებით და რა სიმაღლეზე არის საშიში ნივთიერება.
„ვგეგმავთ ჩვენი პროექტი ფართოდ გავაცნოთ საზოგადოებას, სწორედ ამიტომ, 23-24 აპრილს თურქეთში ინოვაციური ტექნოლოგიების ცენტრი და რობოტ კლუბი მონაწილეობას მიიღებს მესამე Saf-Run Ulusal Robot შეჯიბრში“, – აღნიშნავს რობოტ კლუბის ხელმძღვანელი გიორგი უსანეთაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები