ეთო მულაძე-დავითაშვილის გადასარჩენად მეგობრები გაერთიანდნენ – ჩვენ შევძლებთ თქვენთან ერთად სასწაულის მოხდენას

ეთო მულაძე-დავითაშვილის გადასარჩენად მეგობრები საქველმოქმედო კამპანიას – „მე, შენ, ჩვენ“ იწყებენ.
ეთო მულაძე 3 შვილის დედაა და მას ნაღვლის ბუშტის სადინარის სიმსივნე დაუდგინდა. დაავადება უკვე ღვიძლის კარზეა გადასული და მის გადანერგვას საჭიროებს. აღნიშნული ოპერაცია კი დიდ ხარჯებთან და რისკებთანაა დაკავშირებული.
„ჩვენ გვჯერა, რომ ყველა ერთად დავამარცხებთ ამ სენს და ეთო ძალიან დიდხანს იქნება საკუთარი შვილების, ოჯახისა და მეგობრების გვერდით, ჯანმრთელი და ბედნიერი.
ჩვენ შევძლებთ თქვენთან ერთად სასწაულის მოხდენას, სასწაულის, რომელიც დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, ამიტომ გვჭირდება ყველას დახმარება. ჩვენ ხომ ის ერი ვართ, რომელმაც ყველაზე კარგად ვიცით ” ჭირსა შიგან გამაგრება”.
შემოგვიერთდით და ერთად გადავარჩინოთ ამ უსაყვარლესი და ძალიან კარგი ადამიანის სიცოცხლე“,- წერენ ეთო მულაძის მეგობრები.
დახმარების მსურველებს თანხის გადარიცხვა ეროვნულ ვალუტაში მითითებულ რეკვიზიტებზე შეუძლიათ:

მიმღები ბანკი – “საქართველოს ბანკი”- BAGAGE22 მიმღების დასახელება – დავითაშვილი ეთერ. მიმღების ანგარიშის ნომერი: GE93BG0000000692328100, ტელეფონი: (+995 32) 2 444 444, ელფოსტა: welcome@bog.ge.
რეკვიზიტები აშშ-ს დოლარში: შუამავალი ბანკი: Citibank N.A., New York, USA; SWIFT: CITIUS33; მიმღები ბანკი: Bank of Georgia, SWIFT: BAGAGE22; მიმღების დასახელება: დავითაშვილი ეთერ, მიმღების ანგარიშის ნომერი: GE93BG0000000692328100, ტელეფონი: (+995 32) 2 444 444; ელფოსტა: welcome@bog.ge.
რეკვიზიტები ევროში: შუამავალი ბანკი: Commerzbank, Frankfurt, Germany; SWIFT: COBADEFF; მიმღები ბანკი: Bank of Georgia, SWIFT: BAGAGE22, მიმღების დასახელება: დავითაშვილი ეთერ, მიმღების ანგარიშის ნომერი: GE93BG0000000692328100; ტელეფონი: (+995 32) 2 444 444; ელფოსტა: welcome@bog.ge.
12963613_1326100384072615_3167715636977659175_n 12974483_1326100330739287_2182242809152710961_n 12936607_1326100297405957_5940694682934710858_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები