თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

თბილისის მოსახლეობის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. კომპანია ”თელასის” ცნობით, ელექტროენერგიის შეზღუდვა გეგმური სამუშაოების ჩატარებას უკავშირდება.
11:00-დან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება ჩუღურეთის რაიონში აღმაშენებლის გამზირის და ცაბაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
გეგმური სამუშაოების გამო 11:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნინოშვილის, კლდიაშვილის, ჩუბინაშვილის და ჯავახიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
გლდანის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 10:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII მიკრორაიონის მცხოვრებლებს.
გეგმური სამუშაოების გამო 11:00-დან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ასევე გლდანის „ა“, II მიკრორაიონის, ქერჩის და ხიზანიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
რაც შეეხება სამგორის რაიონს – გეგმური სამუშაოების გამო 11:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ დიდი ლილოს, აეროპორტის დასახლების და იუმაშევის ქუჩის მცხოვრებლებს.
 
გეგმური სამუშაოების გამო 12:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერიაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ძმობის I და II ქუჩის, ინწკირველის, ურიდიას, წაღვერის, ქებურიას, კისისხევის, წრომის, მუშათა, კახიანის, კელაპტრიშვილის, უიარაღოს, ნოსტეს და მესხის ქუჩების მცხოვრებლებს.
გეგმური სამუშაოების გამო 11:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის და გვაზაურის ქუჩის მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 10:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის და ვაჟა-ფშაველას გამზირების მცხოვრებლებს.
 
გეგმური სამუშაოების გამო 11-დან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის და ჩახავას ქუჩის მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 10:00 – დან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ბოლნისის ჩიხის, მანავის, დარსიჭალის, საექიმოს, ლერწმის და ჩკალოვის ქუჩების მცხოვრებლებს.
გეგმური სამუშაოების გამო 10:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამხედრო ქალაქი 202, ბეღლეთის, ჟონეთის, კიკეთის, სათემოს, სომხეთის, კაიშაურის, ნიაბის, საინგილოს, გალავნის, ბეთანიის, განთიადის, კვესეთის, სამხედროს, ბზიფის, ერისთავის, თეძამის, მრევლიშვილის და მუჯირიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.
 
ვაკის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 10:00-დან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება დაბა წყნეთის მცხოვრებლებს.
”კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები