გიგლა აგულაშვილი „ეკოჰაბში“ არასამთავრობო, სამთავრობო და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი „ეკოჰაბში“ არასამთავრობო, სამთავრობო და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.
უწყების პრესსამსახურის ცნობით, გიგლა აგულაშვილმა, მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულიასთან ერთად, შეხვედრის მონაწილეებს, ბათუმში დაგეგმილი მინისტრთა მერვე კონფერენციის – „გარემო ევროპისთვის“ მნიშვნელობა, პერსპექტივები და კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები გააცნო.
„გარემო ევროპისთვის“ 8-10 ივნისს ბათუმში გაიმართება. კონფერენციას 800- მდე დელეგატთან ერთად, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების და სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები დაესწრებიან.
მინისტერიალის მთავარი თემები იქნება მწვანე ეკონომიკა და ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება უკეთესი გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისთვის. შეხვედრა გარემოსდაცვითი განათლებისა და ინფორმაციის ცენტრში, ინტერაქტიულ რეჟიმში ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები