ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა 9 აპრილს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

9 აპრილის ტრაგედიიდან 27 წლის თავზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ მოადგილეებთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად პატივი მიაგო 9 აპრილს, რუსული ინტერვენციის დროს დაღუპული გმირების ხსოვნას. ადგილობრივი თვითმმართველობის წევრებმა 9 აპრილის ღამეს ტრაგიკულად გარდაცვლილი ნინო თოიძის საფლავი ყვავილებით შეამკეს.
„9 აპრილი არის ჩვენი ერის მძიმე და მოუშუშებელი ტკივილი, რომელიც ყოველ გაზაფხულს ხელახლა იბადება, ამავე დროს არის გამოფხიზლების და დამოუკიდებლობის აღდგენის დღე, როცა მთელი ერი ერთ მუშტად შეკრული იდგა ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის სადარაჯოზე. დღეს პატივი მივაგეთ 9 აპრილის გმირებს, წმინდა გიორგის ხატის მატარებლებს, ქვეყნის თავისუფლებით გულანთებულებს,“-აღნიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ.
ხელისუფლების წარმომადგენლები ლიხაურის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში 9 აპრილს დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრნენ. დღესვე ლიხაურის კულტურის სახლში 9 აპრილის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
12963573_10153615677219779_4813207294042275232_n
12919624_10153615677214779_4277320740739903033_n
12963878_10153615677224779_8742667235659398624_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები