დავით ებრალიძემ 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 27 წელი გავიდა. საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ებრალიძემ 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო. დავით ებრალიძემ 27 წლის წინ მომხდარი მოვლენები შეაფასა.
„9 აპრილი ჩვენი უახლესი ისტორიის დიდი ძვრების და გაერთიანების დასაწყისი იყო. როგორც დიდ დღეებს შვენის, ამ დღესაც ჰყავს თავისი გმირები. 9 აპრილს გმირები დაეცნენ და ცხადია, ამ თვალსაზრისით, ეს დღე ტრაგიკულიც არის. თავდაცვის სამინისტრო პატივს მიაგებს 9 აპრილის გმირებს. ეს დღე ყოველთვის იქნება ღირსშესანიშნავი დღე ჩვენს უახლეს ისტორიაში“, – აღნიშნა ებრალიძემ.
27 წლის წინ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათასობით ადამიანი მოიწამლა. მშვიდობიანი მომიტინგეები საბჭოთა კავშირიდან გამოსვლასა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას ითხოვდნენ. ქართველმა ხალხმა 9 აპრილი ეროვნულ დღესასწაულად და ეროვნული ერთიანობის დღედ გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები