სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთის ომის დროს დაღუპული 12 გმირის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

ამ წუთებში, სამების საკათედრო ტაძარში, აფხაზეთის ომის დროს ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპული 12 გმირის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.
სამების საკათედრო ტაძარში იმყოფებიან ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია, ”ლეიბორისტების” ლიდერი შალვა ნათელაშვილი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე, ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები.
ჟურნალისტებთან საუბრისას სოზარ სუბარმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო ”წითელ ჯვარს” დახმარებისთვის.
”დღეს 12 გმირს მივაბარებთ მიწას. 43 ადამიანი უკვე იდენტიფიცირებულია, მაგრამ პროცესი გრძელდება, კიდევ 208 მებრძოლი არის გადმოსასვენებელი, რომელთა იდენტიფიკაციის პროცესი მიმდინარეობს. იმედი გვაქვს, რომ წელს კიდევ გაიხსნება ახალი სამარხები”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
აფხაზეთიდან გადმოსვენებულ მებრძოლებს დიღმის ძმათა სასაფლაოზე დღეს სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები