დედაქალაქში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

დღეიდან, აღმაშენებლის ხეივანში არსებული ხიდი – გზაგამტარის (გუდვილის მიმდებარე ტერიტორია) რეაბილიტაციის გამო, 20 დღის განმავლობაში დასავლეთიდან ქალაქის ცენტრის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.
როგორც თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ხიდზე დაგეგმილია დაზიანებული სადეფორმაციო ნაკერების შეცვლა-რეაბილიტაცია. სამუშაოებს აწარმოებს შპს „კ.მ.პ“. “ასევე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება მარცხენა სანაპიროზე დიდუბის ხიდთან, სადაც ფრაგმენტულად მოწესრიგდება გზის საფარი.
შეზღუდვა ამოქმედდება 9 აპრილს ღამის 23:00 საათიდან შაბათს დილის 09:00 საათამდე. საგზაო სამუშაოების გამო, ასევე დღეს 23:00 საათიდან შაბათს 23:00 საათამდე სამტრედიის ქუჩის ერთ მონაკვეთზე (წერეთლის ქუჩიდან აგლაძის ქუჩის კვეთამდე) გადაიკეტება საავტომობილო მოძრაობა. თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტი აღნიშნულ პერიოდში იმოძრავებს ალტერნატიული გზით. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები