დედაქალაქში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

აღმაშენებლის ხეივანში არსებული ხიდი – გზაგამტარის (გუდვილის მიმდებარე ტერიტორია) რეაბილიტაციის გამო, მიმდინარე წლის 9 აპრილიდან 20 დღის განმავლობაში დასავლეთიდან ქალაქის ცენტრის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. როგორც თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ხიდზე დაგეგმილია დაზიანებული სადეფორმაციო ნაკერების შეცვლა-რეაბილიტაცია. სამუშაოებს აწარმოებს შპს „კ.მ.პ“. “ასევე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება მარცხენა სანაპიროზე დიდუბის ხიდთან, სადაც ფრაგმენტულად მოწესრიგდება გზის საფარი.
შეზღუდვა ამოქმედდება დღეს ღამის 23:00 საათიდან შაბათს დილის 09:00 საათამდე. საგზაო სამუშაოების გამო, ასევე დღეს 23:00 საათიდან შაბათს 23:00 საათამდე სამტრედიის ქუჩის ერთ მონაკვეთზე (წერეთლის ქუჩიდან აგლაძის ქუჩის კვეთამდე) გადაიკეტება საავტომობილო მოძრაობა. თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტი აღნიშნულ პერიოდში იმოძრავებს ალტერნატიული გზით. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები