ინგა გოგიბერიძემ თბილისელ მეგობრებს სიყვარულის დღისთვის სიურპრიზი მოუმზადა

ბათუმელმა პროზაიკოსმა ინგა გოგიბერიძემ თბილისელ მეგობრებს სიყვარულის დღისთვის სიურპრიზი მოუმზადა. 15 აპრილს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, 18: 00 საათზე გაიამართება ახალი წიგნის – „ასე მგონია, არფაზე უკრავ“ წარდგინება. წიგნი სამ ენაზეა დაბეჭდილი და მასში შესულია თარგმანები რუსულ და იტალიურ ენებზე. ცოცხალი არფის თანხლებით თავად ავტორი წაიკითხავს მინიტიურებს და ეპიტაფიებს. დარბაზში გაიჟღერებს ცოცხალი მუსიკა, ~გამოიფინება მხატვარ მამუკა მეგრელიშვილის ნამუშევრების ფოტოები და თავად ნამუშევრები, რომელზეც შექმნილია პროზაიკოსის რამდენიმე ახალი მინიატიურა…

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები