ბაღების სააგენტოსთან მიმდინარე აქციაზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა

საბავშვო ბაღების აღსაზრდელების მშობლებმა ბაღების მართვის სააგენტოს შენობასთან გამართულ აქციაზე სამართალდამცველებმა ერთი პიროვნება დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია არასამთავრობო ორგანიზაცია „მშობლების საინფორმაციო ცენტრის“ წარმომადგენელი თამარ იარაჯული. მას ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 137-ე მუხლით წარედგინა, რაც პოლიციელის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ქალბატონი პოლიციამ მას შემდეგ დააკავა, რაც აქციის მონაწილეებმა სავალი გზის გადაკეტვა სცადეს, თუმცა მათ ამის საშუალება პოლიციამ არ მისცა. ადგილზე მობილიზებულია რამდენიმე საპატრულო ეკიპაჟი. მშობლები ბაღებიდან დირექტორების განთავისუფლებას აპროტესტებდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები