დიმიტრი ქუმსიშვილი: პროექტ Check in Georgia-სთვის ბიუჯეტში განსაზღვრული თანხა მხოლოდ მსოფლიო ვარსკვლავებზე არ ნაწილდება

„პროექტ Check in Georgia-სთვის ბიუჯეტში განსაზღვრული თანხა მხოლოდ მსოფლიო ვარსკვლავებზე არ ნაწილდება“,-ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, 1 მილიარდ 935 მილიონი დოლარი ტურიზმმა ქვეყანაში შემოიტანა.
„ის არის ერთადერთი დარგი, სადაც ჩვენ ვართ აბსოლუტურად დადებით ბალანსში სერვისებში და ჩვენს საგადასახდელო ბალანსზე უდიდეს ზეგავლენას ახდენს, ტურიზმში დასაქმებულია 180 000 ადამიანზე მეტი. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს მყარად ჩამოყალიბებული სტრატეგია, რომლის მიხედვითაც ჩვენ ტურიზმი უნდა გავზარდოთ და ამ ქვეყანაში ტურიზმიდან შემოსავლები უნდა გაიზარდოს.
ჩვენი მეთოდოლოგიით, 55 000 საერთაშორისო მგზავრი რომ დაგვემატოს მარტო ამ გადაწყვეტილებით, პრაქტიკულად, ქვეყანაში ეს თანხები შემოსული იქნება. დღეს რა თანხებზეც ვსაუბრობთ, ეს არის ის, რაც ნაწილდება 35 ფესტივალზე. ეს არ ნაწილდება მხოლოდ ვარსკვლავებზე. მათ რაც შეეხება, იქ არის კონკრეტულად ლიმიტირებული თანხები. საკმაო თანხები უნდა დაიხარჯოს და იხარჯება ქართველ შემსრულებლებზე ქართული კულტურის განვითარებაზე“, – განაცხადა ქუმსიშვილმა.
როგორც მინისტრმა განმარტა, გარდა ამისა, ქვეყანა და მოსახლეობა იმსახურებს იმას, რომ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები კარგად აღინიშნოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები