აჯამეთში „დარგე ხე“ – პროექტის ფარგლებში ქართული მუხის 300-მდე ნერგი დაირგო

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე, ეკატერინე გრიგალავა იმერეთის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც გამწვანების აქციაში მიიღო მონაწილეობა. აჯამეთის აღკვეთილში, Treepex-ის პროექტის „დარგე ხე“ ფარგლებში, ქართული მუხის 300-მდე ნერგი დაირგო. პროგრამის ფარგლებში, Treepex-ის პროდუქციის შეძენისას, მყიდველი ავტომატურად ერთვება გამწვანების აქციაში. თითოეული პროდუქტის გაყიდვისას, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე თითო ხე ირგვება. დღეს აქციის პირველი ეტაპი გაიმართა. აქციაში მონაწილეობა დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლებმაც მიიღეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები