„რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომსა“ და „სპექტრს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა (ფოტოკოლაჟი)

„რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომსა“ და საზოგადოებრივ კოლეჯ „სპექტრს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც მიზნად ისახავს პროფესიულ სტუდენტთა კვალიფიკაციის ამაღლებას, რათა უკეთესად დაიფაროს საწარმოების მოთხოვნა კვალიფიციურ სპეციალისტებზე.
მემორანდუმის ფარგლებში კოლეჯის სტუდენტები სასწავლო და საწარმოო სტაჟირებას კომპანიის ბაზაზე გაივლიან, აიმაღლებენ ცოდნას და ექნებათ დასაქმების ხელშეწყობა. მემორანდუმს ხელი რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომის დირექტორმა ლელა კალანდიამ და კოლეჯის დირექტორმა მათე ტაკიძემ მოაწერეს.
კოლეჯში სტმრად იმყოფებოდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკძე.
თამარ სანიკძე დამსაქმებლებს სამომავლო პერსპექტივების მიმართულებებზე ესაუბრა. მისი თქმით, მთავრობის ინიციატივაა, კერძო სექტორის ჩართულობა პროფესიული განათლების სეგმენტში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დაათვალიერა კოლეჯში არსებული სახელოსნოები და საერთო საცხოვრებელი, სადაც დასრულებულია რეაბილიტაციის პირველი ეტაპი, რაც მოიცავს ძირითად სამუშაოებს, მათ შორის პანდუსს ადაპტორებული გარემოსათვის და გრძელდება რეაბილიტაციის პროცესი.
საზოგადოებრივი კოლეჯი „სპექტრი“ სწავლებას ახორციელებს სამშენებლო, ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის, საატრანსპორტო, გარემოს ინჟინერიისა და უსაფრთხოების, ბიზნესის ადმინისტრირების და სახვითი ხელოვნების მიმართულებით, სადაც სწავლება ხორციელდება სახელმწიფო დაფინანსებით და სწავლა ხორციელდება პროფესიული სტუდენტებისათვის სრულიად უფასოდ.
კოლეჯის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორები არიან სტუდენტთა სტაჟირება/დასაქმების კუთხით საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, კერძო სეტქორის წარმომადგენლები, დამსაქმებელთა ფორმალური და არაფორმალური გაერთიანებები.
12524164_463013503904838_5445499488084207880_n 12961271_463013227238199_5305117539865217422_o 12970845_463013157238206_4009931148431618262_o 12983461_463013050571550_5928559851206183318_o

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები