პრეზიდენტი ხარების წირვას ქანდაში მდებარე ტაძარში დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი ხარების წირვას მცხეთის რაიონში დაესწრო. გიორგი მარგველაშვილმა ხარების დღესასწაული ხალხს სოფელ ქანდაში მდებარე ტაძრიდან მიულოცა, სადაც მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა.
“მთელ საქართველოს ვულოცავ ქანდის მშვემნიერი ტაძრიდან ახლის იმედის დღესასწაულს. ღმერთმა საქართველოს ხარების მადლი შეაგრძობინოს და ჩვენი ქვეყანა გააძლიეროს”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
ქანდის ცამეტი ასურელი მამის სახელობის მონასტერი ერთადერთია, სადაც მართლმადიდებლური წირვა-ლოცვა ქართულ-არამეულ ენებზე აღევლინება. ქართულ-არამეული ღვთისმსახურება 2010 წლიდან საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დაწესდა. სოფელ ქანდის ცამეტი ასურელი მამის სახელობის მონასტერი 1997 წელს ამოქმედდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები