ხოსე კარერასის კონცერტი ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე, Maroon 5-ის კონცერტი კი ბათუმში, ე.წ. საოცრებათა მოედანზე გაიმართება

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრ მიხეილ გიორგაძის თქმით, ხოსე კარერასის კონცერტი 18 ივნისს ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე, თეატრის წინ გაიმართება, ჯგუფ Maroon 5-ის კონცერტი კი – 7 ივნისს ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ე.წ. საოცრებათა მოედანზე.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, კონცერტების ხანგრძლივობა 90 წუთიდან 120 წუთამდეა დაგეგმილი, თუმცა, მისივე თქმით, ხშირია შემთხვევები, როცა მაყურებლების თხოვნით კოცერტი დაგეგმილზე მეტხანს გასტანს. მთავრობის სარეზერვო ფონდიდან პროექტ Сheck-in Georgia-სთვის დაახლოებით, 29 მილიონი ლარი გამოიყოფა. ბილეთების ფასი სიმბოლური 20-30 ლარიდან დაიწყება. „დინამოს არენაზე“ სცენასთან ყველაზე ახლოს ბილეთის ფასი კი 90 ლარი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები