მსოფლიო ვარსკვლავების კონცერტების ბილეთების ფასი 20-30 ლარიდან 90 ლარამდე ეღირება

მსოფლიო ვარსკვლავების კონცერტების ბილეთების ფასი 20-30 ლარიდან 90 ლარამდე ეღირება, – ამის შესახებ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, პროექტის ფინანსური უზრუნველყოფა 29 მილიონი ლარი იქნება, რომელიც მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა.
კონცერტების სავარაუდო ხანგრძლივობა 90 წუთიდან 120 წუთამდე იქნება.
“წლის ბოლომდე 35-ზე მეტი სხვადასხვა სახის კულტურული ღონისძიება ჩატარდება. პირველი კონცრტი 24 აპრილს, თბილისში გაიმართება და ეს იქნება ეროს რამაზოტის კონცერტი, ხოლო შემდეგ იქნება MAROON 5, რობი უილიამსი და სხვა ძალიან მნიშვნელოვანი კონცერტები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ღონისძიებები არ ჩატარდება მხოლოდ დედაქალაქში და ეს პროგრამა თბილისის გარდა, 19 რეგიონშიც ივნისის ბოლოდან სექტემბრის დასაწყისამდე გაიმართება. ბათუმში მოეწყობა საკონცერტო მოედანი, რომელიც აღჭურვილი იქნება საუკეთესო აპარატურით. შემსრულებლებსა და ამ სფეროს წარმომადგენლებს შეეძლებათ კონცერტები უსასყიდლოდ გამართონ. ისინი თვითონ გადაწყვეტენ კონცერტების ფასს და შესაბამისად აიღებენ ანაზღაურებას. ეს შეთავაზება ეკუთვნის ახალგაზრდა, დამწყებ შემსრულებლებსაც და მათაც შეუძლიათ კონცერტის გამართვა“, – განაცხადა გიორგაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები