საგანგაშო სტატისტიკა – დამწვრობის ცენტრს 10 დღის განმავლობაში სახის დამწვრობით 30-მა პაციენტმა მიმართა

დამწვრობის ცენტრში პაციენტთა მიმართვიანობამ იმატა. როგორც „კვირას“ იაშვილის სახელობის თერმული დაზიანებისა და აღდგენითი პლასტიკური ქირურგიის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა, ბოლო ათი დღის განმავლობაში კლინიკას გუდაურში მზის დამწვრობით 30-მა პაციენტმა მიმართა.
მისივე თქმით, ოცდაათივე პაციენტს სახის დამწვრობა აქვს მიღებული.
„მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, ბოლო დროს კლინიკას 30-მდე ახალგაზრდამ მომართა. მათ დამწვრობა მიღებული აქვთ სახის არეში და აღენიშნებათ 1-2 ხარისხის დამწვრობა. ყოველდღე თითქმის 5-6 ახალგაზრდა მაინც გვაკითხავს. როგორც ისინი აღნიშნავენ, არცერთ მათგანს გუდაურში სრიალის დროს, სახეზე მზის დამცავი მალამო არ აქვს წასმული და არც სათვალეს იკეთებენ, რაც კატეგორიულად არ შეიძლება. პაციენტები, ძირითადად, ამბულატორიულ მკურნალობას გადიან“, – აცხადებს გუგა ქაშიბაძე.
დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი იმ პირებს აფრთხილებს, ვინც გუდაურში აპირებს წასვლას, სახეზე მზის დამცავი საშუალება წაისვან და სათვალე აუცილებლად გაიკეთონ, რათა თავიდან იქნეს აცილებული დამწვრობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები