„ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიიდან თამარ მეფის ხიდის პანდუსამდე ღამის საათებში მოძრაობა გადაიკეტება

დღეიდან, 17 აპრილის ჩათვლით, ღამის საათებში „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიიდან თამარ მეფის ხიდის პანდუსამდე საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტება. ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახური ავრცელებს.
„დღეიდან, 17 აპრილის ჩათვლით, 23:00 საათიდან 08:00 საათამდე, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე საავტომობილო მოძრაობა „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიიდან თამარ მეფის ხიდის პანდუსამდე გადაიკეტება. შეზღუდვა დედაქალაქში მიმდინარე გზების კაპიტალურ შეკეთებას უკავშირდება. ამ პერიოდის განმავლობაში გადაადგილება შესაძლებელი იქნება ალტერნატიული გზით: მარჯვენა სანაპიროზე დაბრუნება შესაძლებელი იქნება ვახუშტის სახელობის ხიდის პანდუსით გმირთა მოედნისა და კოსტავას ქუჩების გავლით. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები