საქართველოს საზღვაო ნავსადგურების კომპლექსური შემოწმება დაიწყო

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ“ საქართველოს ყველა საზღვაო ნავსადგურის კომპლექსური შემოწმება დაიწყო.
აღნიშნული შემოწმების მიზანია საზღვაო ნავსადგურების შესაბამისობის დადგენა საერთაშორისო ნორმებსა და საქართველოს კანონმდებლობასთან მიმართებაში.
საზღვაო ნავსადგურების გამართული მუშაობა პირდაპირ კავშირშია ტვირთების და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებასთან საქართველოს ტრანზიტულ კორიდორში.
სააგენტო, როგორც საზღვაო დარგის ტექნიკური მარეგულირებელი უწყება, კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში ცდილობს საერთაშორისო ნორმებისა და კარგი საზღვაო პრაქტიკის დანერგვას საქართველოს საზღვაო სივრცეში, შესაბამისად მსგავსი შემოწმებებს რეგულარული ხასიათი აქვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები