კახეთში ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარი გაიხსნა

სსიპ „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდმა“ კახეთის რეგიონში, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრის გახსნასთან დაკავშირებით პრეზენტაცია გამართა.
როგორც „კვირას“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიებას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია, აშშ–ს ელჩი იან კელი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, სახელმწიფო ფონდის დირექტორი თამილა ბარკალაია, გაეროს ქალთა ფონდის წარმომადგენელი ერიკა კვაპილოვა და სხვა არასამთავრობო თუ სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები დაესწრნენ.
თავშესაფრის გახსნა განხორციელდა სახელმწიფო ფონდის, გაეროს ქალთა ფონდის და აშშ–ს საელჩოს თანადაფინანსებით.
სახელმწიფო ფონდი ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მიმართ ახორციელებს სხვადასხვა სერვისებს: • ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დახმარება და კანონიერი ინტერესების დაცვა; • ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრით, იურიდიული, ფსიქოლოგიური, სამედიცინო და/ან სხვა სახის მომსახურებებით უზრუნველყოფა; • ოჯახსა და საზოგადოებაში სრული რეინტეგრაციის ხელშეწყობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები