„სითი ინსტიტუტი – საქართველომ“ თბილისის განვითარების გენგეგმის მეორე ეტაპის პრეზენტაცია გამართა

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფმა, „სითი ინსტიტუტი საქართველომ“ და საქართველოს არქიტექტორთა კავშირმა, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ფარგლებში ჩამოყალიბებული საზოგადოებრივი სამეცნიერო – საკოორდინაციო საბჭოს სხვა წევრებთან ერთად პირველი გაფართოებული სხდომა გამართეს და გენერალური გეგმით გათვალისწინებული სამუშაოების მეორე ეტაპის მასალების პრეზენტაცია წარმოადგინეს.

12953251_1167635076593809_1150473564_oქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მეორე ეტაპის განხილვა საქართველოს არქიტექტორთა კავშირში გაიმართა, პრეზენტაცია „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ წარმომადგენელმა, პროექტის თანახელმძღვანელმა, არქიტექტორმა მერაბ ბოლქვაძემ წარმოადგინა.

შეხვედრაზე არქიტექტორებს საშუალება ჰქონდათ გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფისთვის, მათთვის საინტერესო საკითხებზე კითხვები დაესვათ. შეხვედრაზე გამოითქვა მოსაზრებები და კრიტიკული 12946796_1167635136593803_284132592_oშენიშვნები, გაიმართა საინტერესო დისკუსია ქალაქგეგმარებით საკითხზე, მათ შორის ქალაქის რეკრეაციული ზონების დაცვაზე, პარკების მშენებლობისთვის ტერიტორიების შერჩევაზე, განაშენიანების რეგულირების წესებსა და სატრანსპორტო საკითხებთან დაკავშირებით.

განხილვას თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელი დიმიტრი მოსულიშვილი, დედაქალაქის 12953090_1167635143260469_885814388_oსაკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ტყემალაძე და საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე გოჩა ბაბუნაშვილი დაესწრნენ.

როგორც შეხვედრაზე დიმიტრი მოსულიშვილმა განაცხადა, ქალაქის გენერალურ გეგმაზე მუშაობის პროცესში, აქტიურად გაიმართება12953268_1167635199927130_116256975_oმსგავსი შეხვედრები, რათა არქიტექტორებს მოსაზრებების გაცვლისა და გათვალისწინების საშუალება მიეცეთ. მისი თქმით, გენერალური გეგმა არის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, ე.წ. „ქალაქის კონსტიტუცია“, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს ქალაქმა უახლოესი 15 წლის განმავლობაში.

„ყოველივე ეს კეთდება მხოლოდ ქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე და ამდენად, დოკუმენტი უნდა იყოს გამართული და12953165_1167635059927144_1109759174_oსრულყოფილი. ამ გეგმის შედგენის შემდეგ, წინ უზარმაზარი სამუშაო გველოდება, მისი განხორციელების გზაზე,“- განაცხადა მოსულიშვილმა.

შეხვედრაზე არქიტექტორთა ნაწილმა გამოთქვა სურვილი, შეიქმნას ქალაქგეგმარებითი ინსტიტუტი, რომელიც არ დაექვემდებარება მერიას, ან რომელიმე სახელმწიფო სამსახურს და მუდმივად იმუშავებს გენგეგმის ეფექტურად განხორციელებისა და თბილისის სივრცითი განაშენიანების საკითხებზე.

12962590_1167635259927124_30178258_o

12948446_1167634946593822_1188051274_o

12970460_1167635229927127_1431143175_o

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები