ტოტალიზატორის დაცვის თანამშრომელი მოქალაქეს ფიზიკურად გაუსწორდა – შსს-მ გამოძიება დაიწყო (ვიდეო)

სოციალურ ქსელში ვიდეოკადრები ვრცელდება, სადაც ჩანს, თუ როგორ უსწორდება ფიზიკურად ტოტალიზატორის დაცვის თანამშრომელი ერთ-ერთ მოთამაშეს, რომელიც სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფება.
ვიდეოკადრებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო.
როგორც “კვირას” უწყებაში განუცხადეს, აღნიშნულთან დაკავშირებით შეტყობინება არ შესულა, მაგრამ, რადგან ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა, ამას რეაგირება მოჰყვა და გამოძიება სსკ-ის 125-ე მუხლით მიმდინარეობს რაც ცემას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები