გოგლა ჟვანია: პარტიებს, რომლებიც კოალიციიდან გავიდნენ, დამოუკიდებლად ბარიერის გადალახვა გაუჭირდებათ

პარტიებს, რომლებიც გავიდნენ კოალიციიდან, დამოუკიდებლად ყველას გაუჭირდება ბარიერის გადალახვა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა გოგლა ჟვანიამ განაცხადა.
მისი თქმით, პარლამენტში შესული პოლიტიკური ძალები, თუ საჭირო იქნება, გაერთიანდებიან უმრავლესობებში, უმცირესობებში. მისივე თქმით, ეს ნორმალური პროცესია. ამასთან, მისივე თქმით, უახლოეს მომავალში ჩამოყალიბდება საარჩევნო სიები და ის ყველასთვის გახდება ცნობილი.
„დადგა ახალი რეალობა და უნდა მივიდეთ არჩევნებზე. ჩემი აზრით, პარტიებს, რომლებიც გავიდნენ კოალიციიდან, დამოუკიდებლად ყველას გაუჭირდება ბარიერის გადალახვა, მაგრამ შეიძლება დაჯგუფდნენ თავისი ორიენტაციების, მისწრაფებების მიხედვით და ისე გავიდნენ არჩევნებზე. ამ რეალობაში, მართლაც, შეიძლება კარგი პარლამენტი მივიღოთ. პარლამენტში შესული პოლიტიკური ძალები, თუ საჭირო იქნება, გავერთიანდებით უმრავლესობებში, უმცირესობებში, სხვადასხვა თემის გარშემო, ეს არის ნორმალური პროცესი“, – განაცხადა გოგლა ჟვანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები