თბილისის მოსახლეობის ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

თბილისის რამდენიმე უბანს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. კომპანია “თელასის” ცნობით, დიდგორის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 10:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა დაბა კოჯრის მცხოვრებლებს შეეხებათ.
 
მთაწმინდის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მთაწმინდის შესახვევის, კირილე უკლებას შესახვევის, ყიფიანის, არსენას, კოტეტიშვილის, ინგოროყვას, ვეძინის, ჩიტაძის, კრავეიშვილის და მოსიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
ნაძალადევის რაიონში 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ გლდანის (ნაწილობრივ), თემქის დასახლების XI მიკრორაიონის III კვარტლის (ნაწილობრივ) და ავშნის ქუჩის მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის მცხოვრებლებს.
 
ვაკის რაიონში 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), კავსაძის და ფალიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
ისნის რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საავიაციო ქარხნის II დასახლების, სამრეწველო დასახლების, ბოგდან ხმელნიცკის, პაატა ჯანელიძის და ბესიკ გეთიას ქუჩების მცხოვრებლებს. 12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის დასახლების IV მიკრორაიონის II რიგის მცხოვრებლებს.
 
კრწანისის რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალას III, IIIა მიკრორაიონების და ჟორდანიას ქუჩის მცხოვრებლებს.
 
საბურთალოს რაიონში 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, ასათიანის, დელისის, ნუცუბიძის, ონიაშვილის და ზემო დელისის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
გლდანის რაიონში 13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სარაჯიშვილის, კრუპსკაიას, მიხაკო წერეთლის, ფოცხიშვილის, რიონის, ანდრონიკაშვილის და ულიანოვის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები