ათენში ქართული ემიგრაციის მეორე თაობა აქტიურად მონაწილეობს მრავალრიცხოვან ღონისძიებებში (ფოტოკოლაჟი)

„ათენში გამართული მულტიკულტურული ფესტივალი, ხელს უწყობს არა მარტო ქართულ-ბერძნული ადამიანური ურთიერთგაგებისა და კულტურული დიალოგის გაუმჯობესებას, არამედ თავად ეხმარება უცხოელ ემიგრანტთა შორის უკეთესი კომუნიკაციისა და ურთიერთთანამშრომლობას გაღვივებას“, – ასე აფასებს ათენის ქართული განათლებისა და კულტურის ცენტრ „კავკასიაში“ რამდენიმე დღის გამართულ ღონისძიებას „კვირასთან“ საუბრისას საბერძნეთის მიგრანტთა ფორუმის ვიცე-პრეზიდენტი ავთანდილ მიქაბერიძე.
როგორც „კვირასთან“ საუბრისას ათენის ქართული არქეოლოგიური ინსტიტუტის დირექტორმა და საბერძნეთის მიგრანტთა ფორუმის ვიცე-პრეზიდენტმა ავთანდილ მიქაბერიძემ აღნიშნა, ორდღიანი ფესტივალის ღონისძიებათა უმრავლესობა ქართველი ემიგრაციის ახალგაზრდა თაობის აქტიური მონაწილეობით გამოირჩეოდა.
ავთანდილ მიქაბერიძის განმარტებით, ფესტივალში ქართული ემიგრაციის მეორე თაობის მონაწილეობამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ქართველები აქტიურად მონაწილეობენ ათენში გამართულ მრავალრიცხოვან ღონისძიებებში და, საზოგადოდ, მის კულტურულ ცხოვრებაში.
„განვლილი მულტიკულტურული ფესტივალი, რომლის მსგავსი ჩვენ არაერთი ჩაგვიტარებია და მონაწილეობა მიგვიღია, ხელს უწყობს არა მარტო ქართულ-ბერძნული ადამიანური ურთითერთგაგებისა და კულტურული დიალოგის გაუმჯობესებას, არამედ ეხმარება თავად უცხოელ ემიგრანტთა შორის უკეთესი კომუნიკაციისა და ურთიერთთანამშრომლობის გაღვივებას. მიმღები ქვეყნის ენისა და კულტურის ზედმიწევნით კარგად ცოდნა, მშობლიური კულტურული მემკვიდრეობის ფლობასთან ერთად, რომლის შესანიშნავი მაგალითები ამ ორი დღის განმავლობაში აჩვენეს ქართველმა ახალგაზრდებმა თავიანთი მუსიკალური და სახვითი ხელოვნების ნიმუშების წარმოჩინებით, ძლიერ საფუძველს იძლევა, ადგილობრივ ბერძნულ საზოგადოებაში მეორე თაობის ქართველ ემიგრანტთა სწორი ინტეგრირებისათვის. აღნიშნულ ფესტივალში ქართული ემიგრაციის მეორე თაობის მონაწილეობამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ქართველები აქტიურად მონაწილეობენ ათენში გამართულ მრავალრიცხოვან ღონისძიებებში და, საზოგადოდ, მის კულტურულ ცხოვრებაში. ნიშანდობლივია, ალბათ, საამაყოცაა, რომ ორდღიანი ფესტივალის ღონისძიებათა უმრავლესობა ათენის ქართული განათლებისა და კულტურის ცენტრ „კავკასიაში“ ჩატარდა, – აცხადებს „კვირასთან“ საუბრისას ავთანდილ მიქაბერიძე.
შეგახსენებთ, რომ ათენის მულტიკულტურული ახალგაზრდული ფესტივალი ათენში 27-28 მარტს გაიმართა. ღონისძიებაზე მოწვეულმა სტუმრებმა „მრგვალი მაგიდის“ გარშემო „ქართველი ემიგრანტების მეორე თაობასა და ბერძნების“ ურთიერთობებზე იმსჯელეს. შემეცნებითი ლექციას თან ახლდა პრაქტიკული სემინარები.
„ალბათ საამაყოა, რომ ორდღიანი ფესტივალის ღონისძიებათა უმრავლესობა ათენის ქართული განათლებისა და კულტურის ცენტრ „კავკასიაში“ ჩატარდა, და ქართველი ემიგრაციის ახალგაზრდა თაობის აქტიური მონაწილეობით გამოირჩეოდა“, – ამბობს ავთანდილ მიქაბერიძე.
ღონისძიების დასასრულს, დამსწრე საზოგადოებას ცნობილმა კვიპროსელმა პოპმომღერალმა ივი ადამუმ, ანსამბლ „ალქიმისტებთან“ ერთად ახალი საკონცერტო პროგრამა გააცნო.
12918993_1118111294878029_10946437_n

12939134_1118111384878020_688550197_n

12957158_1118111428211349_1142446697_n

12966391_1118111251544700_1235167053_n

12966562_1118111564878002_1697009160_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები