პირველკლასელთა რეგისტრაციის დაწყების თარიღი ცნობილია

სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია 4 აპრილიდან დაიწყება.
4 აპრილიდან 18 აპრილის ჩათვლით რეგისტრაცია შეეძლებათ მხოლოდ იმ კატეგორიის მოსწავლეებს, რომლის და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში, რომლის მშობელიც სკოლის თანამშრომელია და რომლის ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.
რეგისტრაციის მეორე ეტაპი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე დაიწყება 4 მაისს. 4 მაისიდან 25 მაისი ჩათვლით დარეგისტრირება შეეძლებათ ყველა დანარჩენ მოსწავლეს, ასევე მათ, ვინც მოახერხეს რეგისტრაციის პირველ ეტაპზე დარეგისტრირება.
აღნიშნულ საკითხზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მინისტრის მოადგილე ლია გიგაური რამდენიმე წუთში ბრიფინგს გამართავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები