თბილისის მოსახლეობას ელექტრომომარაგება შეეზღუდება

თბილისის რამდენიმე უბანს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება.
კომპანია “თელასის” ცნობით, აღნიშნულის მიზეზი სხვადასხვა გეგმიური სამუშაოს ჩატარებაა.
დიდუბის რაიონში გეგმიური სამუშაოების გამო 09:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ხოშარაულის, გუდაუთის, ბაქრაძის და აგლაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის და ზაქარიაძის ქუჩის მცხოვრებლებს. ასევე 10:00 საათიდან 17:00 საათამდე დროის ინტერვალში შეზღუდვა 2 საათით შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ნუცუბიძის, ანა პოლიტკოვსკაიას, სანდრო ეულის, მარიჯანის, ზაქარიაძის და ასათიანის ქუჩების მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თიანეთის, ედისის, შუამთის და საცხენისის ქუჩების მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცისარტყელას, ცოტნე დადიანის, ზესტაფონის, ბენდელიანის, ვახტანგ ნინუას და ჭყონდიდელის ქუჩების მცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შიო მღვიმელის, ნიკოლაძის და ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მერვე ლეგიონის დასახლების, სამგორის დასახლების, ლაღიძის ჩიხის, ლაღიძის, წულუკიძის, ბოგდან ხმელნიცკის და შანდორ პეტეფის ქუჩების მცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: უზნაძის ქუჩის მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მცხოვრებლებს.
დიდგორის რაიონში 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ ტაბახმელას მცხოვრებლებს.
“კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. აბონენტებს ელექტრომომარაგება სამუშაოების დასრულების შემდეგ აღუდგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები